ჩვენს შესახებ

 სკოლა ,,ათინათი'დაარსდა 1993 წელს.ის ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა საქართველოში.

 მრავალწლიანი გამოცდილება,პროფესიონალი პედაგოგები,მუდმივად განახლებული სამოქმედო გეგმები და თბილი გარემო მნიშვნელოვნად განაპირობებს სწავლების მაღალ ხარისხს.

 სკოლა მცირერიცხოვანი კლასებით არის დაკომპლექტებული,რაც ინტერაქტიული გაკვეთილების ეფექტურად წარმართვას უწყობს ხელს.ჩვენ ვხელმძღვანელობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმით.ამასთან ერთად I კლასიდანვე ისწავლება ინგლისური ენა.მოსწავლეები საფუძვლიანად ეუფლებიან სხვა უცხო ენებსაც ,მაგალითად: რუსულს,გერმანულს,ჩინურს,რომელსაც ასწავლის ჩინეთიდან მოწვეული პედაგოგი.

 თითოეული საგნის პედაგოგი ზრუნავს იმაზე,რომ მოსწავლემ მაქსიმალურად შეისწავლოს საგანი,ამასთანავე წარმოიჩინოს საკუთარი უნარები და მიდრეკილებები.

 ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით სწავლობენ ევროპისა და ამერიკის ცნობილ უნივერსიტეტებში.

 სკოლას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ინგლისის ქალაქ ისტბურნის ,,The Level-ის' სკოლასთან,სადაც სასწავლო-საექსკურსიო პროგრამით ყოველწლიურად იწვევენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს.

 დღის მეორე ნახევარში გამოცდილი პედაგოგების დახმარებით ბავშვები სკოლაშივე ამზადებენ მომდევნო დღის გაკვეთილებს.

 სკოლა მაქსიმალურად ზრუნავს მოსწავლეთა ჯანსაღ კვებაზე.მათ ვუმასპინძლდებით სკოლაშივე მომზადბული ეკოლოგიურად სუფთა საუზმითა და სადილით.

 სკოლას ემსახურება მინი ავტობუსი.

 ჩვენზე არჩევანის შეჩერება თქვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის გადადგმული ყველაზე სწორი ნაბიჯია!

 

სტრუქტურა

 

 

 

 

 

 

ელექტრონული ჟურნალი
2021 / 2022 სასწავლო წლის კალენდარი

სკოლა "ათინათში" ახალი სასწ.წელი დაიწყება 2022 წლის 15 სექტემბერს და დასრულდება 2023 წლის 15 ივნისს

სრულად
ძვირფასო მშობლებო

პირველკლასელებო !  გილოცავთ 2021-2022  სასწავლო წლის დამთავრებას და გაცნობებთ, რომ სკოლა "ათინათში" სასწავლო წელი განახლდება 2022 წლის 15 სექტემბერს.

სრულად