ღონისძიებები
სტუმრად კოლეჯ ,,მერმისში” 30.10.2025
მოსწავლეთა პროფოროენტაციის მიზნით, ჩვენი სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეები ეწვივნენ პროფესიულ კოლეჯ ,,მერმისს“. კოლეჯში გაეცნენ სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებებს, დაესწრნენ საინტერესო მასტერკლასებს. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი თვალით ენახათ, როგორია პრაქტიკული სწავლება და როგორი პერსპექტივები იშლება მათ წინ პროფესიული განათლების არჩევის შემთხვევაში. ღონისძიებამ საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა.




















