ღონისძიებები
იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები
სკოლა ათინათში VII კლასმა ისტორიაში ჩაატარა იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები – “ისტორიის გაცოცხლება პრაქტიკაში”. პროექტის მიზანი იყო,ისტორიის სწავლება პრაქტიკული მეთოდებით, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გააცნობიერონ წარსული და განავითარონ კვლევითი უნარები. მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა ისტორიასა და არქეოლოგიაში პრაქტიკულ გამოცდილებასთან დააკავშირეს. ნაპოვნი „არტეფაქტების“ ანალიზმა, დოკუმენტაციამ და ინტერპრეტაციამ გააძლიერა კრიტიკული აზროვნება, დაკვირვების, გუნდური მუშაობისა და არგუმენტირების უნარები. გარდა ამისა, აქტივობამ გააღვივა ინტერესიც საქართველოს უძველესი წარსულისა და მემკვიდრეობისადმი. მოსწავლეებმა რეალურად შეიგრძნეს ისტორიკოსისა და არქეოლოგის საქმიანობის სპეციფიკა, რაც ემსახურება მოსწავლის პიროვნულ, სამოქალაქო და აკადემიურ განვითარებას.







