ღონისძიებები
სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა — „თბილისის ტური“.
III–VI კლასის მოსწავლეებისთვის განხორციელდა საინტერესო და შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა — „თბილისის ტური“. მოსწავლეებმა კატარღით გაისეირნეს მტკვარზე და მდინარის ხედებიდან დაათვალიერეს თბილისის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები. ეს იყო შესაძლებლობა, ქალაქის ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა განსხვავებული, საინტერესო კუთხიდან გაეცნოთ. ტურის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებები და ცოდნა მოსწავლეებმა შემოქმედებითად წარმოადგინეს: შექმნეს საინფორმაციო სლაიდები და თემატური ბუკლეტები, რომლებშიც თბილისზე მოძიებული ინფორმაცია გააერთიანეს.


სწავლა მაშინ არის განსაკუთრებით საინტერესო, როცა ის საკლასო ოთახს სცდება და ნამდვილ გამოცდილებად იქცევა.









