აქტივობები და ღონისძიებები

პატარა ნაბიჯები დიდი მომავლისთვის!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ჩვენი სკოლის პირველკლასელებმა მახათას მთაზე გამწვანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი ხელით დარგეს ნერგები. ეს დღე მხოლოდ ხეების დარგვა არ ყოფილა — ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გარემოზე ზრუნვის, ბუნების სიყვარულისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გააზრებისკენ. გვჯერა, რომ დღეს დარგული თითოეული ნერგი გაიზრდება და ჩვენს პატარებთან ერთად ლამაზ, მწვანე მომავალს შექმნის.

მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის!