ღონისძიებები
ტრენინგი ,,პრაქტიკულ სამართალში“ 10.02.2026
მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში, სკოლის IX-X კლასების მოსწავლეთათვის ჩატარდა ტრენინგი ,,პრაქტიკულ სამართალში“. აღნიშნული ტრენინგი ჩაატარეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურუდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებმა სალომე ბენაშვილმა და ქეთი ნარიმანიძემ.
პროგრამა, რომელიც შეთანხმებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოიცავდა 12 ტრენინგს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სალომე ბენაშვილი ჩვენი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია.
ტრენინგმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში.
პროგრამის დასრულების შემდეგ მათ აქვთ წარმოდგენა სამართლის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, შეუძლიათ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა შეძლებისდაგვარად მიუსადაგონ სამართლის პრინციპებს, გააცნობიერონ თავიანთი უფლებები და პასუხისმგებლობები იმ საზოგადოების წინაშე, რომლის წევრებიც თავად არიან.
პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეები იმყოფებოდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მათ გადაეცათ სერთიფიკატები.









