ღონისძიებები
ჩვენი ქალაქის ისტორიის გაცნობა 07.11.2025
ქალაქის სიყვარული იწყება იქ, სადაც მის ისტორიას ეხები…
XI კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ეწვივნენ მტკვრის მარცხენა სანაპიროს ისტორიულ უბნებს.
დაათვალიერეს როგორც სარესტავრაციო, ასევე უკვე რესტავრირებული ძველი თბილისის უბნები , ჩვენი ქალაქისთვის დამახასიათებელი ლამაზაივნიანი სახლები, მეტეხის ტაძარი, წმინდა აბოს თბილელის ეკლესია; ფორაქიშვილების XVII საუკუნისდროინდელი სასახლე — რომელიც ინახავს ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ისტორიას; დარეჯანის სასახლე — დედოფლის ღირსებითა და გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობით;
მოსწავლეებმა მოისმინეს გიდის მიერ მოთხრობილი ისტორიები, თუ როგორ იქმნებოდა ქალაქი საუკუნეების განმავლობაში.
ფოტოები — მცირე ფრაგმენტებია, მაგრამ შთაბეჭდილებები დარჩება დიდხანს. , ეს დღე ნამდვილად იყო ახლოდან შეხება თბილისთან.









