სიახლე

შემეცნებითი და სახალისო დღე ბოტანიკურ ბაღში! 22.10.2026

🌿

I–VI კლასის მოსწავლეებმა თბილისის ბოტანიკურ ბაღში საინტერესო და სახალისო ეკოპროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

ბუნების ულამაზეს გარემოში ბავშვებმა თამაშითა და სხვადასხვა აქტივობით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს მცენარეების, გარემოს დაცვისა და ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობის შესახებ.

ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებმა ერთობლივი კედლის გაზეთი შექმნეს, რომელზეც შემოდგომის თემაზე შესრულებული მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ნამუშევრები წარმოადგინეს.