მარჯანიშვილის თეატრი სკოლა ,,ათინათში"

გაზაფხული ლამაზად და ემოციურად დაიწყო ჩვენს სკოლაში. საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებმა წარმოგვიდგინეს მინი სპექტაკლი - ,,უკანასკენელი ფოთოლი" ო"ჰენრის მოთხრობის მიხედვით. დამდგმელი რეჟისორი - მანანა კაზაკოვა. მონაწილეობდნენ მსახიობები: თამარ ბუხნიკაშვილი, ქეთი ცხაკაია, ლევან ბერიკაშვილი.

ჩვენი დღე უფრო შთამბეჭდავი გახადა კაკო ვაშალომიძის ბენდმა. 

სპექტაკლში გაცოცხლებული მოთხრობის გმირები, მუსიკის ჰანგები, ლეგენდარული შემსრულებლები ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენი მოსწავლეების მეხსიერებაში.

მადლობას ვუხდით საპატრიარქოს საგანმანათლებლო ფონდს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებსა და კაკო ვაშალომიძის ბენდს ამ შთაბეჭდილებებისთვის.

ელექტრონული ჟურნალი
2021 / 2022 სასწავლო წლის კალენდარი

სკოლა "ათინათში" ახალი სასწ.წელი დაიწყება 2022 წლის 15 სექტემბერს და დასრულდება 2023 წლის 15 ივნისს

სრულად
ძვირფასო მშობლებო

პირველკლასელებო !  გილოცავთ 2021-2022  სასწავლო წლის დამთავრებას და გაცნობებთ, რომ სკოლა "ათინათში" სასწავლო წელი განახლდება 2022 წლის 15 სექტემბერს.

სრულად