ექსკურსია
VI კლასი იმყოფებოდა ექსკურსიაზე წილკანში ექსკურსია
X კლასი იმყოფებოდა ექსკურსიაზე გერგეთი-დარიალის ხეობაში გასვვლითი გაკვეთილი
VI კლასში ჩაატარდა გასვლითი გაკვეთილი ქართულ ენაში თემაზე ,,ილიას შემოქმედება" პედაგოგთა გადამზადების ტრენინგი
მიმდინარე სასწავლო წლის მაისში ჩატარდა პედაგოგთა გადამზადების ტრენინგი სკოლის მისია
სკოლის მისიაა-ემსახუროს სასკოლო განათლების სახელმწიფო მიზანს. განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად განახორციელოს დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადი განათლების საფეხურები. შესაბამისად მოსწავლეებს მისცეს ზოგადი განათლების ცოდნის საფუძვლები. აღზარდოს ფიზიკურად ჯანმრთელი, მაღალზნეობრივი, კრიტიკულად მოაზროვნე, შრომისმოყვარე და პატრიოტი მამულიშვილები, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, ექნებათ, როგორც საკუთარი, ისე უცხო კულტურული გარემოს თვითმყოფადობის განცდა. შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ძირითადი და დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება. ძირითადი აქცენტი გააკეთოს უცხოური ენის (ინგლისური) სწავლებაზე. I-VIII კლასებში იმუშაოს გახანგრძლივებული დღის რეჟიმით. საგანმანთლებლო პროცესის ძირითადი ფიგურა იყოს მოსწავლე და თითოეულ საგანში მიღწეული შედეგი. სკოლის მიზანი და ამოცანები
სკოლის მიზანია:
სკოლის ამოცანებია:
მოსწავლეთა შეფასების სისტემა
სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას და ასევე სწავლის ხარისხის გაკონტროლებას. აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ შეფასების განმსაზღვრელ და განმავითარებელ სისტემას, რომელიც შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. I-IVკლასებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, ხოლო V-XII კლასებში როგორც განმსაზღვრელი ასევე განმავითარებელი შეფასება. განმსაზღვრელი შეფასებების რუბრიკები და კრიტერიუმები შემუშავებულია ცალკეულ კათედრებზე. შეფასება ხორციელდება ხუთდონიანი და ათქულიანი სისტემით. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალე და ცნობილია მოსწავლეებისა და მშობლებისათვის. სკოლის პედაგოგები
მარიამ ხიდეშელი-ისტორიის პედაგოგი ნანა გაბრიჭიძე-ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი პედაგოგი ცისია ყიფიანი-ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი პედაგოგი მაია ხვთისიაშვილი-მათემატიკის უფროსი პედაგოგი ლალი დავითური-მათემატიკის პედაგოგი იათამზე კახიანი-ინგლისური ენის უფროსი პედაგოგი ლელა ნადარეიშვილი-ინგლისური ენის უფროსი პედაგოგი მარინა ხიდეშელი-ინგლისური ენის პედაგოგი თეონა ქავზინაძე-რუსული ენის უფროსი პედაგოგი ფატმან ტოგონიძე-ისტორიისა და სამოქალაქო განათლების უფროსი პედაგოგი მაია ხეჩიკაშვილი-გეოგრაფიისა და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების უფროსი პედაგოგი ეკატრინე ვარდიაშვილი-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი ეთერ ქართველიშვილი-ქიმიის უფროსი პედაგოგი თამარ საკაშვილი-ფიზიკის პედაგოგი მარინა სიდამონიძე-სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი გულნარა თანდაშვილი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი გიორგი საღირაშვილი-სპორტის უფროსი პედაგოგი ვასილ ვაშაკიძე-სპორტის (ჭადრაკი) უფროსი პედაგოგი ზაზა ყოინაშვილი-საგზაო ნიშნების და მოძრაობის უსაფრთხოების პრაქტიკოსი პედაგოგი ნანა ჯაში-მუსიკის უგროსი პედაგოგი ირაკლი თოდუა-ი.ს.ტ-ს პედაგოგი ირმა კლიმიაშვილი-დაწყებითი კლასების უფროსი პედაგოგი ნათია ვერულავა-დაწყებითი კლასების უფროსი პედაგოგი ქეთევან ნერგაძე -დაწყებითი კლასების უფროსი პედაგოგი სწავლის დრო
სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან,მას სემესტრებად ჰყოფს ზამთრის არდადეგები. 2015-2016 სასწავლო წლის დაწყების თარიღია 2016 წლის 7 სექტემბერი. I-XII კლასის მოსწავლეთათვის სასწავლო წელი დასრულდება 2016 წლის 20 მაისს. II-XI კლასის მოსწავლეთათვის კი- 2016 წლის 10 ივნისს. სასწავლო კვირა 5 დღიანია. საგაკვეთილო პროცესი იწყება 9.00 სთ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთია.გამონაკლისს წარმოადგენს I კლასი,სადაც გაკვეთილის ხანგრძლივობაა 35 წუთი. II-XII კლასებში გაკვეთილებს შორის შესვენების ხამგრძლივობა 5 წუთია,ხოლო მეორე და მესამე გაკვეთილების შემდეგ შესვენების ხანგძრლივობა შეადგენს 10 წუთს. I კლასში გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა 10 წუთია.მეორე გაკვეთილის შემდეგ - 15 წუთი. სკოლა I-VIII კლასებში მუშაობს გახანგრძლივებული დღის რეჟიმით.აღნიშნული კლასების მოსწავლეები სკოლაში იმყოფებიან 17.00 საათამდე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სკოლას აქვს სასკოლო-სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელი საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგები. სკოლის სარგებლობაშია თანამედროვე, მაღალი სიხშირის 14 კომპიუტერი და 2 ლეპტოპი, რომლებიც უზრუნველყოფილია მუდმივი ინტერნეტით. სკოლას ემსახურება ინტერნეტპროვაიდერი კომპანია „კავკასუს ონლაინი“. მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ მოსწავლეებთან ერთად და მიიღონ ინტერნეტით მათთვის საჭირო ინფორმაცია. გვაქვს სკოლის ვებ-გვერდი - www.skolaatinati.ge, ელექტრონული ფოსტა - skolaatinati@yahoo.com, რომელიც ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას. სკოლის ვებ გვერდზე განთავსებულია ონალაინ ჟურნალი, რომლის საშუალებითაც მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია გაეცნოს მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის შესახებ ინფორმაციას. მშობელი/კანონიერი წარმოამდგენელი შესვლას მოახერხებს სპეციალური პაროლის საშუალებით. |
ელექტრონული ჟურნალი
2024 / 2025 სასწავლო წლის კალენდარი
სკოლა "ათინათში" ახალი სასწ.წელი დაიწყება 2024 წლის 16 სექტემბერს და დასრულდება 2025 წლის 15 ივნისს სრულადძვირფასო მშობლებო
პირველკლასელებო ! გილოცავთ 2023-2024 სასწავლო წლის დამთავრებას და გაცნობებთ, რომ სკოლა "ათინათში" სასწავლო წელი განახლდება 2024 წლის 16 სექტემბერს. სრულად |